Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘Fashion’ Category

21 year old girl from Silesia

Read Full Post »

Adam Gallagher

მომწოონს : X     არის 18 წლის სამწუხაროდ ვერ გავიგე საიდან არის  .. CONTACT: yeahhhboii@hotmail.com

Read Full Post »

  • Veronica Ferraro
  • Milan, Italy
  • 22 years old student / fashion eater / photographer / life lover. now also blogger!

http://thefashionfruit.com/

Read Full Post »

ცნობილი მოდელები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ შვილების გაჩენა სულაც არ ნიშნავს მათი კარიერის დასასრულს, პირიქით – ახალი ცხოვრების დასაწყისია. ისინი წარმატებულად ართმევენ თავს ოჯახურ ცხოვრებას, შვილების აღზრდას და ძველებურად კარგ ფორმაში ყოფნას.

ისინი შვილების გაჩენის შემდეგაც არ ერიდებიან სექსუალურ ფოტოსესიებში მონაწილეობას. თუ როგორ ახერხებენ მშობიარობის შემდეგ მშვენიერი ფორმების დაბრუნებას, ამას ქვემოთ შეიტყობთ.# # alessandra ambrosio # izabel goulart # marisa miller # miranda kerr # heidi klum # selita ebanks # adriana lima # karolina kurkova

ჰეიდი კლუმი

მას აქვს პრეტენზია, სამოდელო სფეროში სუპერმოდელისა და სუპერდედის ტიტული ჰქონდეს. ის ახლა ოთხი შვილის დედაა. ნაბოლარა გასული წლის ბოლოს გააჩინა. ფეხმძიმობის ბოლო თვეში ჰეიდი აქტიურად მუშაობდა, მიჰყავდა ტელევიზიით შოუ ახალგაზრდა დიზაინერებზე. ბავშვის გაჩენის შემდეგ კი პოდიუმს თვენახევარში დაუბრუნდა.

“ჰეიდი სუპერქალია. მისი ანალოგი არ არსებობს. ის ყველას გვაოცებს. ოთხი შვილი გააჩინა და ისევ პოდიუმზეა”, – აცხადებს “ვიქტორია სიკრიტის” გენერალური მდივანი.

მოდელმა მშობიარობიდან 6 კვირაში 20 კილო ჯანსაღი კვებითა და სარბენ ბილიკზე ვარჯიშით დაიკლო.

ალესანდრა ამბროსიო

კიდევ ერთი შრომისმოყვარე ბრაზილიელი ანგელოზი, ალესანდრა ამბროსიო, მშობიარობის შემდეგ ზედმეტი წონის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. 2008 წლის აგვისტოში მოდელმა გოგონა გააჩინა და მიზნად დაისახა, მოკლე დროში დაებრუნებინა ძველი ფორმა. ალესანდრას ეს მართლაც ადვილად გამოუვიდა. მოდელი ამბობს, რომ ამაში კარდიოვარჯიშები, იოგა და სპეციალური დიეტა დაეხმარა, რომელიც ქორფა ბოსტნეულსა და ყავისფერ ბრინჯზე იყო დაფუძნებული. შედეგმაც არ დააყოვნა. მშობიარობიდან 4 თვის შემდეგ ალესანდრამ 9 კილო დაიკლო და კვლავ პოდიუმზე დადგა.

ნატალია ვოდიანოვა 

მისი ცხოვრების ისტორია კონკიას ისტორიას ძალიან ჰგავს. ნატალიამ რუსეთის პროვინციაში მცხოვრები ხილის გამყიდველი გოგონადან ერთ–ერთი წარმატებული სუპერმოდელის ტიტულამდე გზა სწრაფად გაიარა. თავის პრინცს, ბრიტანელ არისტოკრატ ჯასტინ პორტმანს, მეჯლისზე შეხვდა. ზღაპრული ქორწილი მაშინ გაიმართა, როდესაც ნატალია ფეხმძიმობის ბოლო თვეებში იყო. პირველი შვილის გაჩენიდან ერთ თვეში ნატალია პოდიუმს დაუბრუნდა. მხოლოდ მე–3 შვილის გაჩენის შემდეგ განაცხადა მოდელმა, რომ ამიერიდან მოდელობა მისთვის ჰობი იქნებოდა და პირველ ადგილზე ოჯახს დააყენებდა. თუმცა მთლიანად მოდელობაზე უარის თქმას მაინც არ აპირებს.

ჟიზელ ბანდჩენი  

როდესაც გაირკვა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოდელი ორსულად იყო, ყველას უკვირდა, ნუთუ მოდურ ფოტოსესიებს ჟიზელი წყნარ ოჯახურ ცხოვრებაში გაცვლიდა. ჟიზელმა გადაწყვიტა, ორივე საქმე წარმატებულად შეეთავსებინა. იანვარში ბიჭი გააჩინა, რომელსაც ბენჯამენი დაარქვა, ხოლო მარტში მონაწილეობა მიიღო ერთ–ერთი ბრენდის სარეკლამო კამპანიაში. ჟიზელი კვლავ უნაკლოდ გამოიყურება. ბრაზილიელმა მოდელმა სხეულის ფორმები წყლის ტანვარჯიშით დაიბრუნა – წყალში სირბილი და ცურვა. ასეთი ვარჯიშები ორგანიზმის ყველა კუნთს აძლიერებს და კალორიებს სწრაფად წვავს.

კეიტ მოსი

კეიტ მოსის ქალიშვილი 8 წლისაა და ის უკვე მოდურ გოგონად ითვლება. ლილა გრეისი თავად ირჩევს ტანსაცმელს და დედასაც შენიშვნებს აძლევს, როცა არ მოსწონს მისი სტილი. კეიტიც აღიარებს, რომ მაღაზიებში ყოველთვის ქალიშვილთან ერთად დადის და ხშირად მის რჩევებსაც ითვალისწინებს.

დედის მსგავსად, ლილასაც უყვარს ჯინსის შორტები, საზაფხულო სარაფნები ჰიპის სტილში და ოცნებობს დიზაინერობაზე. კეიტი კი 36 წლის ასაკშიც ერთ–ერთ წარმატებულ მოდელად ითვლება.

ადრიანა ლიმა 

ბრაზილიელი მოდელი და “ვიქტორია სიკრიტის” მორიგი ანგელოზი, ადრიანა ლიმა, არაერთხელ მოხვედრილა სექსუალური ქალების ათეულში. ახლა კი მოსწონს, რომ მზრუნველი მოდელი დედების ათეულშიცაა მისი სახელი.

პირველი შვილი, ვალენტინა, გასული წლის ნოემბერში გააჩინა. ბავშვის მამა 31 წლის სერბი კალათბურთელი მარკო იარიჩია. ადრიანა აღიარებს, რომ მას შემდეგ, რაც თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდა, ოჯახსა და კარიერაზე შეხედულებები შეეცვალა. “როგორც კი მივხვდი, რომ ეს ქორწინება მყარი იყო, მაშინვე გადავწყვიტე, ბავშვის გაჩენა. მოდელობის გამო ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. პოდიუმი ყოველთვის მოიცდის”, – ამბობს ადრიანა.

კაროლინა კურკოვა  

მსოფლიო პოდიუმზე დაწყებული ბეიბი ბუმს არც ჩეხი მოდელი კაროლინა კურკოვა ჩამორჩა. მას უკვე ერთი წელია რომანი აქვს კინოპროდიუსერ არჩი დრურთან. პატარა ჯეკ დრური კი მათი პირველი შვილია.

კაროლინა მსოფლიოს ძვირადღირებული მოდელების ათეულში ყოველთვის იყო, თუმცა ამჯერად ჩვენებებზე ჯერჯერობით არ ჩნდება, რადგან მთელ დროს შვილს უთმობს.

“არ მინდა, რეკორდსმენი ვიყო და საათობით ვიტანჯო სპორტდარბაზში, რათა სწარფად ჩავდგე ფორმაში და პოდიუმზე გავიდე. ყველაფერს თავისი დრო აქვს”, – აცხადებს კაროლინა.

მიუხედავად ამისა, ის მაინც რეგულარულად დარბის და ვარჯიშობს სპორტდარბაზში.

ლეტიცია კასტა

ფრანგი მსახიობი და მოდელი, ლეტიცია კასტა, გასულ წელს მესამედ გახდა დედა. უფროსი შვილი უკვე 7 წლის ჰყავს. ლეტიცია აცხადებს, რომ ის კარგი დედაა. “როდესაც პირველი შვილი, სატინი დაიბადა, მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მაგრამ მესამე შვილის დაბადებისას დედობის ეიფორია სრულად შევიგრძენი. ოჯახში სიყვარულს არაფერი აძლიერებს ისე, როგორც შვილების დაბადება”, – ამბობს იგი.

ლეტიცია ირწმუნება, რომ ახლა ბევრად ძლიერ და სექსუალურ ქალად გრძნობს თავს, ვიდრე შვილების გაჩენამდე. არ ანაღვლებს, რომ პრესაში მის ზედმეტ კილოგრამებზე ხშირად წერენ. მას თავისი ახალი ქალური ფორმები ძალიან მოსწონს და არც ერიდება საკუთარი სეხულის დემონსტრირებას სექსუალურ ფოტოსესიებში.

სინდი კროუფორდი

გასული საუკუნის 90–იანი წლების ყველაზე პოპულარული მოდელი სინდი კროუფორდი ახლა 44 წლისაა, მაგრამ ძნელია, მას 35 წელზე მეტი მისცე. ის 2 შვილის ბედნიერი დედაა. ცხოვრობს წყნარი ცხოვრებით, დაკავებულია ქველმოქმედებით და სახლის ინტერიერის საინტერესო კოლექციებს აკეთებს.

სინდი აღიარებს, რომ დედობა უფრო მოსწონს, ვიდრე მოდელობა. “ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ოჯახზე. ამიტომაც არ ვდარდობ, რომ სამოდელო სფეროში ისეთი აქტიური აღარ ვარ, როგორიც ადრე. ბედნიერება ოჯახში ვიპოვე”, – აცხადებს სინდი.

სუპერმოდელის ქალიშვილი, კაია ჯორდანი, 8 წლის ლამაზმანია. ამბობენ, რომ ის დედის გზას გაჰყვება და მალე პოდიუმზე ვიხილავთ.

კრისტი ტარლინგტონი

2008 წელს კრიტსი ტარლინგტონი პოდიუმზე დაბრუნდა და ყველას დაუმტკიცა, რომ ასაკში შესული მოდელი შეიძლება კვლავ მიმზიდველი და საინტერესო იყოს პოდიუმზე. 41 წლის კრისტის, რომელიც 2 შვილის დედაა, 25 წლის გოგოს სხეულის ფორმები აქვს. ამ შედეგს ის იოგათი და ჩინური ტანვარჯიშის წყალობით აღწევს. კრისტი ტარლინგტონი დღეისათვის ორი კომპანიის სახეა. აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმეში და იბრძვის სიგარეტისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ.

მოამზადა ავთო ჩიტიძემ

Read Full Post »

Desigual Handmade

http://up.jeje.ge//download.php?id=E5B6360729 <<<.:თუ სიმღერა მოგეწონათ შეგიძლიათ გადმოწეროთ ..: მაგრამ ბოლომდე არაა 😐

http://up.jeje.ge//download.php?id=AC13AF9D25

Read Full Post »

დევიდ ბეკჰემი

დევიდ ბეკჰემი თანამედროვე დენდის იდეალური განსახიერებაა. ის არასოდეს იღლება და საკუთარ ვარცხნილობაზე მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებს. ყოველთვის გემოვნებიანად აცვია და იყენებს მოდურ აქსესუარებს. უყვარს სიახლის მოსინჯვა და, რასაც კი ხელს ახლებს, ყველაფერი მოდური ხდება, სათვალიდან დაწყებული პარფიუმერიით დამთავრებული. ფეხბურთელი არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე სტილით. მის გარდერობში არის ფრენჩიც და ჯინსის პერანგებიც, კედებიც და ლაქის ფეხსაცმელებიც.

დევიდ ბეკჰემის წარმატებული იმიჯის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ უკვე დიდი ხანია, რაც თავიდან ფეხებამდე ბრენდია. ამიტომაც მნიშვნელობა არა აქვს, რა მარკისა თუ ფირმის პიჯაკი ან პერანგი აცვია.

“ყოველთვის მომწონდა კარგად ჩაცმა, ბავშვობაშიც კი. ერთხელ ქორწილში მივდიოდი და არჩევანის წინაშე დავდექი, ან კლასიკური კოსტიუმი, ან ბრიჯები და გოლფის მაისური. მეც ამ უკანასკნელზე შევაჩერე არჩევანი. მამაჩემმა ამის გამო გამაკრიტიკა, მაგრამ მე თავს ბედნიერად ვგრძნობდი. მაშინ მივხვდი, რომ ჩაცმულობაში მთავარია გქონდეს კომფორტისა და ბედნიერების განცდა”, – ამბობს დევიდ ბექჰემი.

ჯონატან რის მეიერსი

ჯონატანს მსახიობის კარიერა რომ არ გამოსვლოდა, აუცილებლად მოდელობას აირჩევდა. ეს მის იმიჯთან ძალიან ახლოსაა, რადგან “ჰუგო ბოსის” არომატის სახეა. ხშირად ჩნდება მოდური ჟურნალების ყდებზეც.

მოდა მის გაგებაში მეცნიერებისა და ხელოვნების თანაბარი სინთეზია. “საათობით შემიძლია ვისაუბრო, თუ როგორ უნდა მოახერხო, გეცვას გემოვნებით. ამ საკითხს მეცნიერულადაც უნდა მიუდგე და ხელოვანიც უნდა იყო. ჯანსაღი კონსერვატიზმი ჩაცმულობაში ჩემთვის ყოველთვის მისაღებია. მიყვარს ფერების შეხამება. ვფიქრობ, ეს ადამიანის გემოვნებას ყველაზე უკეთ განსაზღვრავს”, – აცხადებს ჯონატანი.

ჯუდ ლოუ

სპორტული შარვალი გამობერილი მუხლებით, ნაქსოვი ქუდი, კარდიგანები და ფერადი კედები, სმოკინგი და ბაფთა – შეგიძლიათ ეს ყველაფერი ჯუდ ლოუს ტანზე იხილოთ. ყველა შემთხვევაში მსახიობი შეუდარებლად გამოიყურება. ის ორიენტირებული არ არის ბრენდებზე და თვლის, რომ ყველაფრის ჩაცმა შეიძლება, რაც გიხდება. “ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული. დღეს გავიღვიძე, მშვენიერი ამინდია და ამიტომაც გადავწყვიტე პიჯაკის ჩაცმა. გუშინ კი ჯინსებით დავდიოდი”, – აცხადებს მსახიობი.

ჯუდის მოდურობის რეცეპტი იმაში მდგომარეობს, რომ ყველანაირი სტილის ელეგანტურად ტარება შეუძლია. ეს ალბათ გენეტიკურად დაჰყვა, ის ხომ ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენია.

ჯონი დეპი

ჯონი დეპის მოდურობა უკონკურენტოა. მას შეუძლია, მხოლოდ ერთი აქსესუარითაც კი მდიდრულად გამოიყურებოდეს. მრავალფეროვანი სამკაულები, ტყავის ზონრები ხელზე, ფერადი სათვალეები და ორიგინალური ფერის პიჯაკები ჯონის დამკვიდრებული სტილია, რომელსაც ხშირად “ჰიპ–შიკს” უწოდებენ. დეპი მოდაში საკუთარი კანონებით თამაშობს.

კენი ვესტი

რეპერი კენი ვესტი სკანდალური პიროვნებაა, მაგრამ გემოვნება და ჩაცმის სტილი ნამდვილად კარგი აქვს. რიტმ ენდ ბლუზის ბრწყინვალება, ბეწვეული, მდიდრული და ქუჩური სტილის ნარევი… – ეს ყველაფერი კარგად გამოსდის. ის ყოველთვის გამოირჩევა ჩაცმულობით და ამიტომაც იაპონური ტანსაცმლის მარკა “ბეტიქ ეიპი” ხშირად ეპატიჟება მოდელის ამპლუაში. ლუის ვუიტონი კი მაისურების რეკლამისათვის სწორედ მას იყენებს.

მიუხედავად მდიდრული აქსესუარებისა, ძვირფასი ბეწვისა და ოქროს სამკაულებისა, კენი ვესტისათვის მთავარ აქსესუარად მაინც მშვენიერი ამბერ როუზი ითვლება. ეს წყვილი იმდენად კარგად გამოიყურება ერთმანეთის გვერდით, რომ ერთ მთლიან ბრენდად აღიქმება, როგორც თეთრისა და შავის სითნეზი, მოდური ინი და იანი.

რასელ ბრენდი

ბრიტანელი ტელეწამყვანი რასელ ბრენდი გოთიკური მამალია. თავისი სკანდალებით, გეის იმიჯით ხშირად უგემოვნოთა ათეულებში ხვდება, მაგრამ რასაც ვერ წაართმევ, ეს საკუთარი, ინდივიდუალური სტილია.

ორი სიტყვით რომ ითქვას, რასელ ბრენდის ჩაცმულობაში იკითხება ბინძური აზრები ბინძურ სექსზე, თუმცა მის ინდივიდუალურ სტილში დახვეწილი გემოვნებაც ჩანს, რაც აუცილებლად უნდა დავუფასოთ.

რობერტ პატინსონი

ჟურნალმა “ჯიქიუმ” რობერტ პატინსონი 2009 წლის ყველაზე გემოვნებიან მამაკაცად დაასახელა, თუმცა, როგორც ასეთი, ის განსაკუთრებულად არ იცვამს. მისი სტილი ტრადიციული და ცოტა მოსაწყენია, მაგრამ რობერტის საიდუმლო მხოლოდ სამოსში არ მდგომარეობს. ხანდახან სტილი არის თვალები, ან თმა, ან მზერა… მარლონ ბრანდომ სუპერმოდურად აქცია ჩვეულებრივი თეთრი მაისური, რობერტ პატინსონმა კი კუბოკრული პერანგები.

დენიელ კრეიგი

ბრიტანელი მსახიობი, ახალი ჯეიმს ბონდი დენიელ კრეიგი სტაბილურად ფიგურირებს გემოვნებიანი მამაკაცების ათეულში. “ალფრედ დანჰილის პიჯაკი და სამოსის მიმართ მიდგომა დენიელს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. თავისი გემოვნებით ყოველთვის იმსახურებს პატივისცემას. მან ინგლისური მკაცრი სტილიც კი ლამაზად და მიმზიდველად წარმოაჩინა”, – წერს მამაკაცურ ჟურნალ “ჯიქიუს” მოდის კრიტიკოსი.

თავად დენიელი ხშირად აღნიშნავს, რომ ბონდმა მას მანერებისა და ჩაცმულობის მიმართ დამოკიდებულება შეაცვლევინა. “ბონდის სტილმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე. მას შემდეგ ჩემს გარდერობში უფრო მეტი ძვირფასი სამოსი გაჩნდა. მადლობა ჯეიმს ბონდს ამ ყველაფრისათვის”, – აცხადებს კრეიგი.

ჩენინგ ტატუმი

სანამ ახალგაზრდულ მუსიკალურ ფილმში “ნაბიჯი წინ” ითამაშებდა და თინეიჯერი გოგონების გულს დაიპყრობდა, მანამდე ჩენინგ ტატუმი პოპულარული მანეკენი იყო, რომელიც დოლჩე და გაბანას, ემპორიო არმანის ჩვენებებზე გამოდიოდა. ალბათ ამიტომაც მან ყველაზე უკეთ იცის სამოსის მორგება. მას ერთნაირად უხდება მკაცრი პიჯაკიც და ჰიპ–ჰოპის სტილიც. ყველაზე კომფორტულად კი თავს ყოველდღიურ ჯინსებში გრძნობს.

მეთიუ მაკკონახი

მეთიუ მაკკონახს უყვარს აბრეშუმის პერანგები და ჟილეტები, ტყავის ქურთუკები და ჯინსები, მაგრამ, როგორც ქალები ამბობენ, ყველაზე უკეთ პერანგისა და შარვლის გარეშე გამოიყურება.

მეთიუ მაკკონახი ოკეანის სანაპიროზე შორტებით ისეთივე მოდურია, როგორც წვეულებებზე უძვირფასეს კოსტიუმებში. 2007 წელს მან მიიღო ტიტული “იდეალური სხეული პლაჟზე გასასვლელად”. ის პლაჟზე მთელ თავისუფალ დროს ატარებს – დარბის ძაღლთან ერთად, თამაშობს შვილთან ერთად ქვიშაში და უყვარს სერფინგი.

Sana.ge

Read Full Post »

Olsenboye

მიყვაარს : X

Read Full Post »

Older Posts »