Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘Models’ Category

ცნობილი მოდელები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ შვილების გაჩენა სულაც არ ნიშნავს მათი კარიერის დასასრულს, პირიქით – ახალი ცხოვრების დასაწყისია. ისინი წარმატებულად ართმევენ თავს ოჯახურ ცხოვრებას, შვილების აღზრდას და ძველებურად კარგ ფორმაში ყოფნას.

ისინი შვილების გაჩენის შემდეგაც არ ერიდებიან სექსუალურ ფოტოსესიებში მონაწილეობას. თუ როგორ ახერხებენ მშობიარობის შემდეგ მშვენიერი ფორმების დაბრუნებას, ამას ქვემოთ შეიტყობთ.# # alessandra ambrosio # izabel goulart # marisa miller # miranda kerr # heidi klum # selita ebanks # adriana lima # karolina kurkova

ჰეიდი კლუმი

მას აქვს პრეტენზია, სამოდელო სფეროში სუპერმოდელისა და სუპერდედის ტიტული ჰქონდეს. ის ახლა ოთხი შვილის დედაა. ნაბოლარა გასული წლის ბოლოს გააჩინა. ფეხმძიმობის ბოლო თვეში ჰეიდი აქტიურად მუშაობდა, მიჰყავდა ტელევიზიით შოუ ახალგაზრდა დიზაინერებზე. ბავშვის გაჩენის შემდეგ კი პოდიუმს თვენახევარში დაუბრუნდა.

“ჰეიდი სუპერქალია. მისი ანალოგი არ არსებობს. ის ყველას გვაოცებს. ოთხი შვილი გააჩინა და ისევ პოდიუმზეა”, – აცხადებს “ვიქტორია სიკრიტის” გენერალური მდივანი.

მოდელმა მშობიარობიდან 6 კვირაში 20 კილო ჯანსაღი კვებითა და სარბენ ბილიკზე ვარჯიშით დაიკლო.

ალესანდრა ამბროსიო

კიდევ ერთი შრომისმოყვარე ბრაზილიელი ანგელოზი, ალესანდრა ამბროსიო, მშობიარობის შემდეგ ზედმეტი წონის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. 2008 წლის აგვისტოში მოდელმა გოგონა გააჩინა და მიზნად დაისახა, მოკლე დროში დაებრუნებინა ძველი ფორმა. ალესანდრას ეს მართლაც ადვილად გამოუვიდა. მოდელი ამბობს, რომ ამაში კარდიოვარჯიშები, იოგა და სპეციალური დიეტა დაეხმარა, რომელიც ქორფა ბოსტნეულსა და ყავისფერ ბრინჯზე იყო დაფუძნებული. შედეგმაც არ დააყოვნა. მშობიარობიდან 4 თვის შემდეგ ალესანდრამ 9 კილო დაიკლო და კვლავ პოდიუმზე დადგა.

ნატალია ვოდიანოვა 

მისი ცხოვრების ისტორია კონკიას ისტორიას ძალიან ჰგავს. ნატალიამ რუსეთის პროვინციაში მცხოვრები ხილის გამყიდველი გოგონადან ერთ–ერთი წარმატებული სუპერმოდელის ტიტულამდე გზა სწრაფად გაიარა. თავის პრინცს, ბრიტანელ არისტოკრატ ჯასტინ პორტმანს, მეჯლისზე შეხვდა. ზღაპრული ქორწილი მაშინ გაიმართა, როდესაც ნატალია ფეხმძიმობის ბოლო თვეებში იყო. პირველი შვილის გაჩენიდან ერთ თვეში ნატალია პოდიუმს დაუბრუნდა. მხოლოდ მე–3 შვილის გაჩენის შემდეგ განაცხადა მოდელმა, რომ ამიერიდან მოდელობა მისთვის ჰობი იქნებოდა და პირველ ადგილზე ოჯახს დააყენებდა. თუმცა მთლიანად მოდელობაზე უარის თქმას მაინც არ აპირებს.

ჟიზელ ბანდჩენი  

როდესაც გაირკვა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოდელი ორსულად იყო, ყველას უკვირდა, ნუთუ მოდურ ფოტოსესიებს ჟიზელი წყნარ ოჯახურ ცხოვრებაში გაცვლიდა. ჟიზელმა გადაწყვიტა, ორივე საქმე წარმატებულად შეეთავსებინა. იანვარში ბიჭი გააჩინა, რომელსაც ბენჯამენი დაარქვა, ხოლო მარტში მონაწილეობა მიიღო ერთ–ერთი ბრენდის სარეკლამო კამპანიაში. ჟიზელი კვლავ უნაკლოდ გამოიყურება. ბრაზილიელმა მოდელმა სხეულის ფორმები წყლის ტანვარჯიშით დაიბრუნა – წყალში სირბილი და ცურვა. ასეთი ვარჯიშები ორგანიზმის ყველა კუნთს აძლიერებს და კალორიებს სწრაფად წვავს.

კეიტ მოსი

კეიტ მოსის ქალიშვილი 8 წლისაა და ის უკვე მოდურ გოგონად ითვლება. ლილა გრეისი თავად ირჩევს ტანსაცმელს და დედასაც შენიშვნებს აძლევს, როცა არ მოსწონს მისი სტილი. კეიტიც აღიარებს, რომ მაღაზიებში ყოველთვის ქალიშვილთან ერთად დადის და ხშირად მის რჩევებსაც ითვალისწინებს.

დედის მსგავსად, ლილასაც უყვარს ჯინსის შორტები, საზაფხულო სარაფნები ჰიპის სტილში და ოცნებობს დიზაინერობაზე. კეიტი კი 36 წლის ასაკშიც ერთ–ერთ წარმატებულ მოდელად ითვლება.

ადრიანა ლიმა 

ბრაზილიელი მოდელი და “ვიქტორია სიკრიტის” მორიგი ანგელოზი, ადრიანა ლიმა, არაერთხელ მოხვედრილა სექსუალური ქალების ათეულში. ახლა კი მოსწონს, რომ მზრუნველი მოდელი დედების ათეულშიცაა მისი სახელი.

პირველი შვილი, ვალენტინა, გასული წლის ნოემბერში გააჩინა. ბავშვის მამა 31 წლის სერბი კალათბურთელი მარკო იარიჩია. ადრიანა აღიარებს, რომ მას შემდეგ, რაც თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდა, ოჯახსა და კარიერაზე შეხედულებები შეეცვალა. “როგორც კი მივხვდი, რომ ეს ქორწინება მყარი იყო, მაშინვე გადავწყვიტე, ბავშვის გაჩენა. მოდელობის გამო ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. პოდიუმი ყოველთვის მოიცდის”, – ამბობს ადრიანა.

კაროლინა კურკოვა  

მსოფლიო პოდიუმზე დაწყებული ბეიბი ბუმს არც ჩეხი მოდელი კაროლინა კურკოვა ჩამორჩა. მას უკვე ერთი წელია რომანი აქვს კინოპროდიუსერ არჩი დრურთან. პატარა ჯეკ დრური კი მათი პირველი შვილია.

კაროლინა მსოფლიოს ძვირადღირებული მოდელების ათეულში ყოველთვის იყო, თუმცა ამჯერად ჩვენებებზე ჯერჯერობით არ ჩნდება, რადგან მთელ დროს შვილს უთმობს.

“არ მინდა, რეკორდსმენი ვიყო და საათობით ვიტანჯო სპორტდარბაზში, რათა სწარფად ჩავდგე ფორმაში და პოდიუმზე გავიდე. ყველაფერს თავისი დრო აქვს”, – აცხადებს კაროლინა.

მიუხედავად ამისა, ის მაინც რეგულარულად დარბის და ვარჯიშობს სპორტდარბაზში.

ლეტიცია კასტა

ფრანგი მსახიობი და მოდელი, ლეტიცია კასტა, გასულ წელს მესამედ გახდა დედა. უფროსი შვილი უკვე 7 წლის ჰყავს. ლეტიცია აცხადებს, რომ ის კარგი დედაა. “როდესაც პირველი შვილი, სატინი დაიბადა, მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მაგრამ მესამე შვილის დაბადებისას დედობის ეიფორია სრულად შევიგრძენი. ოჯახში სიყვარულს არაფერი აძლიერებს ისე, როგორც შვილების დაბადება”, – ამბობს იგი.

ლეტიცია ირწმუნება, რომ ახლა ბევრად ძლიერ და სექსუალურ ქალად გრძნობს თავს, ვიდრე შვილების გაჩენამდე. არ ანაღვლებს, რომ პრესაში მის ზედმეტ კილოგრამებზე ხშირად წერენ. მას თავისი ახალი ქალური ფორმები ძალიან მოსწონს და არც ერიდება საკუთარი სეხულის დემონსტრირებას სექსუალურ ფოტოსესიებში.

სინდი კროუფორდი

გასული საუკუნის 90–იანი წლების ყველაზე პოპულარული მოდელი სინდი კროუფორდი ახლა 44 წლისაა, მაგრამ ძნელია, მას 35 წელზე მეტი მისცე. ის 2 შვილის ბედნიერი დედაა. ცხოვრობს წყნარი ცხოვრებით, დაკავებულია ქველმოქმედებით და სახლის ინტერიერის საინტერესო კოლექციებს აკეთებს.

სინდი აღიარებს, რომ დედობა უფრო მოსწონს, ვიდრე მოდელობა. “ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ოჯახზე. ამიტომაც არ ვდარდობ, რომ სამოდელო სფეროში ისეთი აქტიური აღარ ვარ, როგორიც ადრე. ბედნიერება ოჯახში ვიპოვე”, – აცხადებს სინდი.

სუპერმოდელის ქალიშვილი, კაია ჯორდანი, 8 წლის ლამაზმანია. ამბობენ, რომ ის დედის გზას გაჰყვება და მალე პოდიუმზე ვიხილავთ.

კრისტი ტარლინგტონი

2008 წელს კრიტსი ტარლინგტონი პოდიუმზე დაბრუნდა და ყველას დაუმტკიცა, რომ ასაკში შესული მოდელი შეიძლება კვლავ მიმზიდველი და საინტერესო იყოს პოდიუმზე. 41 წლის კრისტის, რომელიც 2 შვილის დედაა, 25 წლის გოგოს სხეულის ფორმები აქვს. ამ შედეგს ის იოგათი და ჩინური ტანვარჯიშის წყალობით აღწევს. კრისტი ტარლინგტონი დღეისათვის ორი კომპანიის სახეა. აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმეში და იბრძვის სიგარეტისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ.

მოამზადა ავთო ჩიტიძემ

Advertisements

Read Full Post »

New face_Elodie Mussard

Full Name:
Elodie Mussard

Hair:
Light Brown
Eyes:
Blue
Height:
173cm / 5′8.5″
Bust:
85 cm / 33.5″
Waist:
65 cm / 25.5″
Hips:
87 cm / 34.5″

Place of Origin:
France

Date of Birth:
February 17 1994

Read Full Post »

Georgia Fowler

First Name:
Georgia
Last Name:
Fowler
Nationality:
New Zealander
Hair Color:
Light brown
Eye Color:
Blue /green
Date of Birth:
Place of Birth:
New Zealand
Height:
5’9.5″ ; 177cm
Measurements:
(US) 32-24-35 ; (EU) 81-61-89
Dress Size:
(US) 4 ; (EU) 34

რა ლამაზია 🙂

Read Full Post »

Read Full Post »

Read Full Post »

(more…)

Read Full Post »

(more…)

Read Full Post »

Older Posts »